ჯანდაცვა

დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი

ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, კანონპროექტს მხარს უჭერს, თუმცა საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურებას.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს.

„ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს მთავარი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს, არათუ გაიზარდოს. ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, მაგრამ მხოლოდ ეს მაინც არ იქნება საკმარისი. საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა