დონალდ ტრამპის ინტერნეტ მაღაზიაში ახალი ნივთები გამოჩნდა წარწერით – „ტრამპი 2028“. ეს არის წითელი კეპები 50 დოლარად, მაისურები და სასმელებისთვის მეტალის ქილების გამაგრილებელი შალითები.
პრეზიდენტის შვილმა, ერიკ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ახალი ატრიბუტიკით.
ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს მინიშნება იმაზე, რომ დონალდ ტრამპი 2028 წელსაც აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მესამე ვადით არჩევა ეწინააღმდეგება 22-ე შესწორებას. რაც შეეხება დონალდ ტრამპ უმცროსს, ერიკ და ივანკა ტრამპებს, თეორიულად, შესაძლოა, მათ იყარონ კენჭი.

Facebook Comments Box