პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია- 9 მაისი არის ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი. სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი. გილოცავთ, თანამედროვე ფაშისტებმა იცოდეთ, დიდი დრო არ დაგრჩენიათ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია 9 მაისთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოდიშარიას თქმით, 9 მაისი არის „ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი“.

მისივე თქმით, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი.

„ცხრა მაისი არის ჩვენი მამების, ბაბუების თუ დიდი ბაბუების სამშობლოსადმი თავდადების, ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი. სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი. გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თანამედროვე ფაშისტებმა კი იცოდეთ, რომ დიდი დრო არ დაგრჩენიათ.“-წერს ოდიშარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა