პოლიტიკა უცხოური მედია

ინდოეთმა პაკისტანთან კონფლიქტის გამო, რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა

ინდოეთის ხელისუფლებამ ჯარის ხელმძღვანელობას ტერიტორიული არმიის ( მოხალისეთა სარეზერვო ფორმირება) მობილიზება დაავალა – ინდოეთის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად. ამის შესახებ Press Trust of India იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიული არმიის მობილიზება ხდება რეგულარული არმიის დაცვის და დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში. ეს გადაწყვეტილება მირებული იქნა ინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებების გაგრძელების გამო.

ინდოეთის ხელისუფლება სრულ უფლებას აძლევს არმიის შტაბის ხელმძღვანელს, გაიწვიოს „ყოველი ოფიცერი და ტერიტორიულ არმიაში აღრიცხვაზე მყოფი თითოეული ადამიანი“,-ნათქვამია Press Trust of India-ს ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც „ბუნიან ალ-მარსუ“ ეწოდა. რაც ნიშნავს „მყარ კედელს“ და სიმბოლურად ეროვნულ ერთიანობას გამოხატავს.

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, მათ შორის ბეასში მდებარე „ბრაჰმოს“ რაკეტების საწყობს, ასევე აეროდრომებს უდჰამპურში, ადამპურსა და პათანკოტში.

კონფლიქტი დაიწყო 22 აპრილს, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პაჰალგამის მახლობლად ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც პაკისტანი უარყოფს.

საპასუხოდ, 7 მაისს ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებშიც ცხრა ადგილზე განახორციელეს დარტყმა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირსა და პენჯაბის პროვინციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა