რელიგია

ტრამპის კრიტიკოსი და ფეხბურთის ფანი- რა არის ცნობილი ახალ პაპზე

რომის 267-ე არჩეული პაპი ლეო მე-14 (რობერტ პრევო) ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალ პაპს მიულოცა და გამოთქვა იმედი მასთან შეხვედრისა უახლოეს ხანში. 

მას შემდეგ, რაც ვენსმა განაცხადა, რომ „არსებობს ქრისტიანული კონცეფცია, რომლის თანახმადაც თქვენ ჯერ გიყვართ საკუთარი ოჯახი, შემდეგ თანამოქალაქეები, შემდეგ კი- დანარჩენი მსოფლიო“, მომავალმა პონტიფიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი“ ცდება, რადგან იესო არ ითხოვს ჩვენგან სხვების სიყვარულის რანჟირებას.

როდესაც ტრამპი შეხვდა სალვადორის პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს (მისმა ქვეყანამ დაიწყო აშშ-დან დეპორტირებულთა მიღება და არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ ციხეებში მოთავსება, პრევომ კომენტარი დაწერა- „ნუთუ ვერ ხედავთ ადამიანების ტანჯვას? ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ? როგორ შეგიძლიათ გაჩუმება?“.

ლეო მე-14 აბორტების და რასიზმის წინააღმდეგია, მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ABC News-თან ინტერვიუს დროს, პონტიფიკოსის ძმამ, ჯონ პრევომ განაცხადა, რომ ახალი პაპისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მიმდინარეობს მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესი.

გამოცემის ინფორმაციით,  ლევ მე-14-ს უყვარს სპორტი და ყავს ფავორიტი საფეხბურთო გუნდი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა