კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ირანელი რეჟისორის, ჯაფარ ფანახის ფილმმა „უბრალო შემთხვევითობამ“ აიღო .
საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვება კანში ჟიურიმ, რომლის ხელმძღვანელია ჯულიეტ ბინოში, მიაკუთვნა ირანელ რეჟისორ-დისიდენტს ჯაფარ ფანახს ფილმისთვის „უბრალო შემთხვევითობა“. ფილმის სიუჟეტი ნაწილობრივ, მის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული.
ანოტაციაში ფილმი აღწერილია, როგორც „მძაფრი, მაგრამ ამავე დროს სასაცილო ტრილერი და მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იძიო შური რეპრესიულ რეჟიმზე“.
კანში ფანახს დიდი ხანია კარგად იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელია, ფესტივალზე არ გამოჩენილა. რეჟისორს სამშობლოს დატოვება აკრძალული ჰქონდა.
ირანში, ფანახის მიერ გადაღებული ფილმები ცენზურის გამო არაერთხელ დაჭრეს და აკრძალეს კიდეც, თავად რეჟისორი კი, ორჯერ მოხვდა ციხეში.
გამარჯვებული ფილმი რეჟისორმა საიდუმლოდ გადაიღო. მთავარი პერსონაჟები არიან 5 ირანელი, ისინი ხვდებიან ადამიანს, რომელიც, მათი აზრით, ციხეში აწამებდა.
პრიზის მიღებისას ფანახიმ სცენიდან თანამემამულეებს მოუწოდა, დაივიწყონ პრობლემები და უთანხმოებები.
