პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულaს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვახო სანაია მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ვახო სანაია არ დასწრებია. როგორც სანაია სოციალურ ქსელში წერს, 4000 ლარით ის “ფეისბუქ პოსტის” გამო დააჯარიმეს.
“ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია. მილიონიც რომ მქონდეს, ჩემი ნებით ერთ თეთრსაც არასოდეს გადმოგირიცხავთ. თქვენ როგორ ამოიღებთ, თქვენი ნებაა. ასე რომ, შეგიძლიათ, მიაწეროთ რამდენი ნულიც გინდათ. ჩემი ანგარიშიც ფეხებზე მკიდია. და საერთოდაც, რაც გინდათ, ის გიქნიათ“, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დაჯარიმების გადაწყვეტილებას.
6 ივნისს “ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც “ლანძღავს“, “შეურაცხყოფს“, “ემუქრება“ და “აბულინგებს“.