პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“- გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას− საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის

„მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელისგულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ექაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავენ − გახანგრძლივებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ − გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე ფაქტო და დე იურე იძულებულს გახდიან, რომ მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა“-წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს.- გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის.“

„ამ პროცესებს კი, აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი − ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ექაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, ზღვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად, მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულის ღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით, კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა.

დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის“-წერია განცხადებაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა