საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს დაასრულა საქართველოსთვის IV მუხლის კონსულტაცია და საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ამ კონსულტაციისთვის მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას. IMF-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად კარგად მუშაობს, მიუხედავად გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და რისკებისა. ინფლაცია დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ს 36 პროცენტამდე შემცირდა – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, IMF-ს ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს დაასრულა საქართველოსთვის IV მუხლის კონსულტაცია და საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ამ კონსულტაციისთვის მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას. IMF-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად კარგად მუშაობს, მიუხედავად გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და რისკებისა. ინფლაცია დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ს 36 პროცენტამდე შემცირდა. მომავალში, ზრდის პროგნოზით, 2025 წელს 7.2 პროცენტამდე შემცირდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტულ პოტენციურ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან შიდა მოთხოვნა შენელდება. ინფლაცია, სავარაუდოდ, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩება და სახელმწიფო ვალი სტაბილიზდება მიმდინარე დონესთან ახლოს, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში. გაზრდილი შიდა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, პრიორიტეტებია დამატებითი სარეზერვო ბუფერების შექმნა და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ძლიერი, ინკლუზიური, ახალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილი ზრდის შესანარჩუნებლად.
მე არა ვარ ეკონომისტი, რომ ამ ყველაფრის დეტალურ განხილვაში შევიდე. თუმცა, IMF-ს ანგარიშიდან, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს. ანგარიშში ხაზგასმულია გარე და შიდა შოკები ჩვენი ეკონომიკისათვის. ვფიქრობ მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს, თუ ვინ ცდილობს ამ შოკების შექმნას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ევროკომისიის ბოლო წერილი, როგორც ცხონებული ნოდარ ხადური ამბობდა, ერთი ასეთი “შოკუნია” გახლავთ. დანარჩენს ანგარიშის ტექსტში გაეცნობით.“ – წერს ანჯაფარიძე.