საგურამოში მცხოვრები თამუნა მექერიშვილი, რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად, თავის მშობლიურ სოფელში წარმატებული ოჯახური ბიზნესი ააწყო, სოფლის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, არსებობს ბევრი პრობლემა, განსაკუთრბით წყალმომარაგების, რომელიც არ გვარდება. ორი დღის წინ თამუნა მექერიშვილს ეზო დაეტბორა.
„გადავწყვიტე, რომ მე უნდა მოვიდე ჩემი სოფლის გამგეობაში!. ამოვიდა რა ყელში! მე მოვალ ჩემი სოფლის გამგებლად და მივხედავ ჩემს სოფელს…” ,-აცხადებს თამუნა მექერიშვილი ვიდეომიმართვაში.
Facebook Comments Box