Layout K (with load more)

სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: ახლა გულწრფელი ხართ, როდესაც ლაპარაკობთ კლიენტის ინტერესზე, თუ შეკრული იყავით იმ მხარესთან და მათ ინტერესებს იცავდით, რომელიც აძალებდა მას ქონების დათმობას?! გვარწმუნებთ იმაში, რომ ამას ვერ მიხვდით?

ადვოკატი ლამარა კობალაძე ბესო ხარძიანის ნაამბობს იხსენებს: პატიმარი რამიშვილი იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა უდესიანს და იკითხა, წილები თუ გადაფორმდა, როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოსო

საქართველო არის გლობალური ფინტექ სისტემის პიონერი ქვეყანა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო გადასახადების გადახდა ღია ბანკინგის გამოყენებით და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით

ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე: ყოველი მორიგი სხდომით, “ნაცმოძრაობის” და მისი მიმდევრების განკითხვის საათი ახლოვდება – ჩემი სურვილი და რჩევაა, საზოგადოებამ გაიგოს რეჟიმის იმ დანაშაულებზეც, რომლებიც მიზეზთა გამო, აქამდე არ გახმაურებულა

ედიშერ გვენეტაძე- არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა “დიფ სთეითმა” მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე ქილერის ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა, რომელმაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას მოუთხრო თუ რა საზიზღარ მეთოდებს იყენებდნენ პატიმართა წინააღმდეგ

თეა წულუკიანი ბესიკ ხარძიანისთვის მიგზავნილ ადვოკატ დავით კვაჭანტირაძეს: სისხლის სამართლის ადვოკატი იმას ვერ იტყვით, რომ არ იცოდით „ნაცმოძრაობის“ დროს ციხეში რა ხდებოდა, ასეთ პირობებში პატიმარ ბესო ხარძიანს ესაუბრებით წილის გადაცემაზე

ნინო ფოჩხუა: 2003-2012 წლებში მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მოქმედებდა ბიზნესის და ბიზნესმენების წინააღმდეგ, სადაც ჩართულნი იყვნენ ბანკებიც და ნოტარიუსებიც. ასეთ ქვეყანას აშენებდა მიხეილ სააკაშვილი და დღეს ასეთი საქართველოს დაბრუნებაზე იბრძვიან ჩვენი უცხოელი და შინაური მტრები

გია აბაშიძე: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!

დავით ჩიხელიძე: ხარძიანმა დეტალურად გაიხსენა მამამისის წამების, ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფაქტები, მან ასევე დაასახელა კონკრეტული პირები – საზოგადოებამ რამდენიმე საინტერესო და ტრაგიკული ფაქტი გაიგო, მაგალითად, პატიმარი ბესიკ ხარძიანი ციხეში ფეხებზე დადებული ჯაჭვებით გადაადგილდებოდა, რაც დასჯის მეთოდი იყო

ზურაბ ქადაგიძე ბესო ხარძიანის საქმეზე: ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას – ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში, თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა