განცხადება · 157 ნახვა
„ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს – ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1 პროცენტი“
ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “ქართული ოცნების” მისამართით გაჟღერებულ მუქარას.
ლატარიას თქმით, პარტიების რეიტინგიდან ჩანს, თუ “ვის აქვს დედა ნატირები”. ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამერიკელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, დღეს ცნობილი ხდება რომ IRI – ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია,” – წერს ლატარია.
ირაკლი ლატარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ლატარია„ერთად ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, საბოლოოდ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგში შალვა ნათელაშვილი - კუკავას „ძვირიანი ანარეკლიც“ ჩაეწეროს, მთავარია, ღარიბაშვილს არ დაენანოს და ფული გადაიხადოს, თორემ ნათელაშვილი რომ უარს არ იტყვის, ეგ ისედაც ყველამ იცის“
- ირაკლი ლატარია„,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს“
- ირაკლი ლატარია„აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს“
- ირაკლი ლატარია„ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა“
