განცხადება · 88 ნახვა
„ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა“
ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდათ.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველას ჰყავს პატიმარი ახლობელი ან პატიმრის ოჯახის წევრი, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მდგომარეობაში ბრუნდებიან პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ახლა ყურადღებით მომისმინეთ….
საქართველო პატარაა, შანსი არაა ვინმემ რაიმე დამალოს..
ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ.. ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან/და ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა..
ამიტომ, ტრაკის თამაშს თავი გაანებეთ..
მაცივრებითა და ,,ზმანებით” გამოგყავთ პატიმრები და თქვენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ!….
დაყენდით. წამება ამ ქვეყანაში დასრულდა.” – წერს ლატარია.
ირაკლი ლატარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ლატარია„ერთად ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, საბოლოოდ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგში შალვა ნათელაშვილი - კუკავას „ძვირიანი ანარეკლიც“ ჩაეწეროს, მთავარია, ღარიბაშვილს არ დაენანოს და ფული გადაიხადოს, თორემ ნათელაშვილი რომ უარს არ იტყვის, ეგ ისედაც ყველამ იცის“
- ირაკლი ლატარია„,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს“
- ირაკლი ლატარია„აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს“
- ირაკლი ლატარია„ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს – ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1 პროცენტი“
