ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“ დღეს 5 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ15:44
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 112 ნახვა

„იმის მტკიცება რომ „ლელოს“ ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მეორე მხრივ, მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ორმხრივი სანქციების შემოსაღებად, არის მტკნარი სიცრუე. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვდნენ.

ჭეიშვილი „ლელოს“ წევრების განცხადებებს მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, რამდენიმე წუთში მოხდეს იმის გადამოწმება, რასაც ისინი ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე.

„რეალურად კადრები მეტყველებს თავის თავზე და ძალიან საინტერესო კონტრასტი შეიქმნა ერთი მხრივ, მტკიცებას სასამართლოს წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არასდროს და არავითარი ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდიათ და მეორე მხრივ, მათივე პოლიტიკური გუნდის ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ შესაბამისი ორმხრივი სანქციების შემოსაღებად. ესეც აღმოჩნდა რამდენიმე წუთიანი ტყუილი. ზოგადად მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და რეალურად დღეს უკვე არსებობს ყველანაირი საშუალება იმისა, რომ მართლაც რამდენიმე წუთიან მონაკვეთში მოხდეს გადამოწმება იმისა, რასაც ისინი ტირაჟირებენ, ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე, რამდენად შეესაბამება რეალობას და სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყველამ ძალიან კარგად დაინახა ის, რომ ეს იყო უბრალოდ მტკნარი სიცრუე და სხვა არაფერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ამას კადრულობენ. თავიანთი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ისევ და ისევ ის, რომ დეზინფორმაციაზე, სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, 2023 წელს, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 9 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის პირველი პუნქტიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებდა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„„ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ“