განცხადება · 117 ნახვა
„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“
მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ამაზე საპასუხო არაფერი არ აქვთ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
ჭეიშვილის თქმით, მოპასუხე მხარე იაფფასიანი მანევრებით ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მან ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთთან გამიჯვნის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა ამისთვის საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. ჭეიშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ.
„ამით ისინი, როდესაც ასეთ იაფფასიან მანევრებს ატარებენ, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ამყარებენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას. საგულისხმოა ის, რომ გამოიკვეთა პოზიციებს შორის არათანმიმდევრულობა და აცდენა, რომ როდესაც ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენლები აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი არის და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის გათვალისწინებით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ სად არის სიმართლე. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს იმ უმძიმესი სენისაგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
ისინი ცდილობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხები თითქოს და დაჩრდილონ. თუმცა რასაკვირველია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და რასაკვირველია აბსოლუტურად არადამაჯერებელი. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ და რასაკვირველია შეეძლოთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, ეს პროცესიც ყველაფერთან ერთად წარმოაჩენს, რომ გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არა ერთი წლის მანძილზე“,-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„იმის მტკიცება რომ „ლელოს“ ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მეორე მხრივ, მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ორმხრივი სანქციების შემოსაღებად, არის მტკნარი სიცრუე. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია“
- თორნიკე ჭეიშვილი„„ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“
- თორნიკე ჭეიშვილი„გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში“
- თორნიკე ჭეიშვილი„კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ“
