ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“ დღეს 5 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია4°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ამბავიუცხოური მედია188 ნახვა

EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება

როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს ევროპამ თავისი როლი: მოლაპარაკებების მაგიდასთან წარდგება ჯგუფი, რომელიც შედგება "E5"-ის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო) და ევროკავშირისგან. ეს სცენარი პრესკონფერენციაზე ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა გააჟღერა. მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან "E5"-ის ჯგუფი და ევროკავშირი ერთად წარდგებიან. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, "რუსეთმა უნდა გამოხატოს ამ ომის დასრულების სურვილი".

გამოცემის ცნობით, ევროკავშირს კოშტა და ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ, კაია კალასი ამ ჯგუფს მიღმა დარჩა.

"ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში "უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია ევროპის ძლიერი წარმომადგენლობა"; ამ კონტექსტში იგი "მიესალმება E5-ის ჯგუფისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობას".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, მკაცრად სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირს და აღნიშნავს: "ხელშეკრულებები ცალსახაა: საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სახელმწიფოთა ან მთავრობათა მეთაურების დონეზე, წევრ ქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს". შემდეგ კი დასძენს: "ასევე არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც თავად კომისიას წარმოადგენს".

ამ განმარტებების ფონზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, ფაქტობრივად, პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება", - აღნიშნავს EU News-ი.