პოლიტიკა

გაერო-ს გენერალური მდივანი – მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ქალაქ ჰიროსიმას დაბომბვიდან 78-ე წლისთავზე გააკეთა.

გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში იზრდება უნდობლობა და უთანხმოება და კვლავ ისმის საუბრები ბირთვულ ომზე.

„ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაადგა, ისევ გამოჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, იმუქრება ამ განადგურების საშუალების გამოყენებით“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს, სრულად უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბირთვული ომის საფრთხე გაქრეს.

ქალაქი ჰიროსიმა 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს. ქალაქ ნაგასაკისთან ერთად, ჰიროსიმა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბირთვული იარაღი გამოიყენეს. შედეგად მხოლოდ ჰიროსიმაში დაიღუპა 70-და 100 ათასამდე ადამიანი, ხოლო ნაგასაკიში – 70 000. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბირთვული დასხივების შედეგად გარდაიცვალა, ნახევარ მილიონს აჭარბებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,027 ნახვა