პოლიტიკა

კახა კალაძე – შოვი არ არსებობს, განადგურებულია

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული. უმძიმესი მდგომარეობაა“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,948 ნახვა