პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში თარიღის, 7 აგვისტოს დაფიქსირებაზე – ვფიქრობ, ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაში 7 აგვისტოს დაფიქსირების მოთხოვნა ექნებოდათ „ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში იყვნენ“. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის, ევროპელი მემარცხენეები, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი.

„რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის იყო ევროპელი მემარცხენეები, კომუნისტები შედიოდნენ, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი იყო ვიღაც და ა.შ. ზუსტად რომელი შესწორება ვისგან შემოდიოდა, ეს ალბათ ისევ „ფაქტჩეკს“ უნდა კითხოთ, მე რატომ მეკითხებით, მაშინ უნდა აღვიდგინო ეს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხელთ არ მაქვს, რომ აქ ეს გადავამოწმო“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, რუსული მხარის ინიციატივა იქნებოდა ეს? დავით დარჩიაშვილმა უპასუხა – „მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და კიდევ რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ასევე იყვნენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,957 ნახვა