სპორტი

ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს

პორტუგალიამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასსა და საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი 12-წლამდელებს შორის ქრისტინე პლეხანოვი გახდა; 13-14-წლამდელებში მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, 15-16-წლამდელებში კი ნინო ქორიძემ დაიკავეს; ხოლო ბრინჯაოს მედალი 13-14-წლამდელებს შორის ელენე კირთაძემ მოიპოვა.

13-14-წლამდელებს შორის გუნდური მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, ელენე კირთაძემ და ნინო უსუბიანმა დაიკავეს.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა