რელიგია

საპატრიარქო, დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ, შოვის ტრაგედიაზე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება

საქართველოს საპატრიარქო, დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საპატრიარქო განცხადებას ემიჯნება.

“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზ დავით ისაკაძემ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შოვი ღმერთმა ფესტივალის გამო დასაჯა.

“შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს – და აი, რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია.

ჭირისუფლები კითხულობენ, რომ აი, რატომ ეს ბავშვი? ეს რატომ მოხდაო? ჩვენ ვიცით, რომ მონათლული ბავშვი და თან ასეთი განსაცდელიდან გასული, ცათა სასუფეველს უეჭველად დაიმკვიდრებს. მაგრამ, ტკივილი ხომ არის? მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა,” – თქვა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,029 ნახვა