GD Banner
ეკონომიკა

დათო გამცემლიძე – ქართული სტუმართმოყვარეობა GDP ფაქტორი გახდა

საქართველოში ტურიზმის ზრდას ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა GDP ფაქტორი გახდა.

„ახლა რეპორტაჟს ვაკეთებდი და…..გიჟურად მიხარია, რომ ფანტასტიური ტემპებით იზრდება ტურიზმი. თან არა მხოლოდ რუსებია იმდენად. მაგალითად, პირველ 6 თვეში – 2 მილიონ 529 ათასი. და აქედან რუსი მხოლოდ 577 000. ანუ სულაც არ არის უმრავლესობა და ნახევარიც კი არ არის. იგულისხმება სწორედ ტურისტები და არა ის ხალხი, ვინც ტრანზიტით გადაადგილდება. ან საქმეზე. ეს სხვა კატეგორიაა. პოლონელების რიცხვი გაორმაგებულია 6 თვე წლიდან წლამდე. 36 000 და….15 000 იყო შარშან.

მადლობა Wizzair აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყნიდან ზრდაა. უკრაინის გარდა სამწუხაროდ. იმათ რა ეტურისტებათ. აკი გითხარით, ეს ტურისტული სტატისტიკაა და არა რეზიდენტ-ვიზიტორებისა.

ლიხტენშტეინიდან 2022წ. 1 ადამიანი ჩამოვიდა 6 თვეში, ხოლო წელს 8 ზრდა….700%!!! ჰა ჰა ჰა. თუმცა სახუმარო არაა მართლა. ნამდვილი გერმანელები (და არა გერმანიაში მცხოვრები ქართველები ეს არ აგერიოთ) – 25 000 ნაცვლად 16 000-ისა შარშან. ამერიკელი 18 000 ნაცვლად 12 000-ისა სარშან 6 თვეში. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაზე სასიხარულოც ისაა, რუსებზე რომ აღარ ვართ იმდენად დამოკიდებულნი. ამ დროს „დამოუკიდებელ სამხეცეში“, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ადგილია და აქვს პოტენციალი მონაკოზე უკეთესი იყოს, ჩადიან მხოლოდ რუსები და იწერებიან მერე – მსგავსი გულისამრევი საღორე არ მინახავს აქ მეორედ როგორ ჩამოვალთო. თუმცა ბევრნი არიან და ყოველ წელს მაინც სხვები ჩადიან….

გაუმარჯოს ტურიზმს! რომ მკითხოთ, შენ რა გიხარიაო….ასე იოლად ვერც გიპასუხებთ რატომ…. მე ხომ არც ბიზნესი მაქვს ამ სფეროში, არც არაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია და რა ვქნა რომ იზრდება და იზრდება და იზრდება. განსაკუთრებით ევროპიდან. ქართული სტუმართმოყვარეობა GDP ფაქტორი გახდა“ – წერს დათო გამცემლიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,441 ნახვა