უცხოური მედია

უკრაინული მედია: დასავლეთის სურვილია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი ქალმა დაიკავოს

დასავლეთის ქვეყნების სურვილია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი ქალმა დაიკავოს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ctrana.ua ავრცელებს. 

გამოცემა ჯერ კიდევ ივლისში იუწყებოდა, რომ უკრაინის ახლანდელ თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ და მის ადგილზე ვიცე-პრემიერი ალექსანდ კუბრაკოვი ან სტრატეგიული მრეწველობის ინდუსტრიების საკითხში, მინისტრის მოადგილე ალექსანდრ კამიშკინი დანიშნონ.

აგვისტოს დასაწყისში რეზნიკოვის სავარაუდო გათავისუფლებაზე გავრცელებული ხმები კვლავ გააქტიურდა,-ნათქვამია გამოცემის მასალებში. ამასთან, მინისტრობის კანდიდატთა შორის მოიაზრებიან არა მხოლოდ კუბრაკოვი და კამიშინი.

„პოლიტიკურ წრეებში მოარული ხმების თანახმად, დასავლელი პარტნიორები სურვილს გამოთქვამენ, რომ თავდაცვის მინისტრი ქალი გახდეს“,-აღნიშნავს გამოცემა.

გავრცელებული ხმებით, სავარაუდო კანდიდატები არიან:

მოხალისე მარია ბერლინსკაია, ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და კორუფციის წინააღმდეგობის ცენტრის დირექტორი დარია კალენიუკი. 

უკრაინული მედიის მიხედვით, რეზნიკოვის გადაყენებაზე გავრცელებული ხმები რეალურია, რადგან ხელისუფლება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს იმ კორუფციულ სკანდალებზე, რომელელთა შესახებაც დასავლეთის პრესა წერს. 

გასულ კვირას უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამხილა სამხედრო მოსამსახურეთა ქურთუკების, ხელოვნურად გაზრდილი ფასით შესყიდვაში.  უკრაინულ მედიაზე ადრე  კი, „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინისთვის იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი გახდა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია კორუფციაში მხილებულ დეპუტატ სერგეი პაშინსკისთან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,187 ნახვა