უცხოური მედია

სოსო მანჯავიძე: ჩამოკარი ხელი ინფანტილურ გრძნობებს, შექმენი „გმირი“ თავისი სიმარტივით, გონების შეურაცხმყოფელი მეთოდებით და ექსტატიკური კრეტინიზმის მდგომარეობაში მყოფი მასა ოსანას სამღერად მზადაა

სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მოკლედ, ამ ჩვენი ეროვნული სენტიმენტალიზმის მიცელიუმი უძლეველი და ამოუწურავია-მისგან შესაშური რეგულარობით ამოყოფენ ხოლმე თავს ,,გმირი” შხამიანი სოკოები.

საოცარი ფენომენია.

ჩამოკარი ხელი ინფანტილურ გრძნობებს, შექმენი ,,გმირი”თავისი სიმარტივით გონების შეურაცხმყოფელი მეთოდებით და ექსტატიკური კრეტინიზმის მდგომარეობაში მყოფი მასა ოსანას სამღერად მზადაა.

თანაც, ყველა ,,გმირის” გარშემო იქმნება ერთგვარი ორეოლი, რომელიც ამგვარ ექსტატიკურ კრეტინიზმში მყოფი მასისათვის წმიდაა და მასში ეჭვის შეტანა მკრეხელობად ითვლება. ყველა, ვინც ამ კოლექტიურ სიგიჟეს წინ აღუდგება და სიმართლეს იტყვის, რქებზე წამოსაცმელად და ფლოქვებით გასათელად ემეტებათ.

მეხსიერება, ანალიზი დაკვირვება, თავშეკავება და მსგავსი თვისებები უარყოფილია.

სრული განურჩევლობა, რომელიც უმეცრების უპირველესი ნიშანია.

ამ ფენომენით ცინიკურად სარგებლობენ მანიპულატორები.

ისე, ,,შესანიშნავი შვიდეული” გამახსენდა ამ ყველაფრის მაყურებელს.

ტყუილად მეგონა ბავშვობაში კალვერა უარყოფითი პერსონაჟი“,-წერს სოსო მანჯავიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,437 ნახვა