GD Banner
მოგზაურობა

მარიამ კუკუნაშვილი: „ეს ქალი მძინარეს, შიშველი დამახტა, განსხვავებული ორიენტაციის სექს თერაპიებით უნდა გიმკურნალოვო, უმძიმესი შოკი გადავიტანე“

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრ NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აფრიკაში მოგზაურობის შესახებ ყვება, სადაც ცნობილ „ჟირაფების სასტუმროში“, ქალი, რომელთან ერთადაც ნომერში დაბინავდა, ღამით თავზე დაახტა და „განსხვავებული ორიენტაციის სექს თერაპიებით მკურნალობა“ შესთავაზა.

„მე მეშინია ადამიანების და მათთან შეხვედრის, მაგრამ დაე დღევანდელი დღე ღმერთმა, დედებმა და ქალებმა შემაძლებინონ.

აფრიკაში დავპატიჟე მეგობრები ოდესღაც, ჟირაფების იმ ულამაზეს სასტუმროში, სადაც ორი სამი წელი უნდა ელოდო, რომ ნომერი დაჯავშნო. ბოლო ორი ღამე იყო იქ ჩვენი მოგზაურობის, ნომრები საკმარისად არახელმისაწვდომი, თორემ ვერანაირი ფინანსური დანაზოგი ვერ მაიძულებს, ღამე, საკუთარ თავს და ადამიანებს, მარტო აღდგენის და დასვენების საშუალება არ მივცე. სიტუაციიდან გამომდინარე, ორი ქალი, ერთ უზარმაზარ და ულამაზეს ნომერში დავბინავდით…

ამ ქალმა ონლაინ ტრანსლაციები გამართა სრულიად საქართველოს მოსახლეობასთან… დარბოდა შფოთით და პანიკით, აპარატურით, ინტერნეტი კი არ იყო ამ ქაოსისთვის საკმარისი და არც გარემო იყო შესაფერისი. ღამით ეს ქალი მძინარეს, შიშველი დამახტა… მოწოდებებით, იუნგის მიხედვით განსხვავებული ორიენტაციის სექს თერაპიებით უნდა გიმკურნალოვო. პირველადი, უმძიმესი შოკი გადავიტანე, ტელეფონს ხელი მოვკიდე და აფრიკის ჯუნგლებში, ლეოპარდებთან, ჟირაფებთან, ლომებთან და ფოცხვერებთან გავიქეცი… ადამიანების მეშინოდა, ცხოველების კი არა..

სასტუმრო ჩაბნელებული იყო, მშველელი არ ჩანდა, ტელეფონზე უწყვეტად რეკავდა ჩემი მაშინდელი ბოიფრენდი და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩამოეთრიე ქალოოო, და მე ტყეში გავრბოდი.. ამ უმძიმეს ტრავმაზე ბოდიში არ მიმიღია, მაგრამ მე მაინც ყველას ყველაფერი ვაპატიე… ისევე როგორც, უარი ვთქვი იმ ”ბიზნეს” შემოთავაზებაზე და ბოდვაზე, საერთაშორისო ორგიების ტურიზმს რომ ეძახდა და სექსზედაგიჟებული მილიარდელებისთვის რომ უნდოდა ამ ყველაფრის აწყობა…

დაე განკურნე და სწორ გზაზე დააყენე ყველა ღმერთო. დაე ადამიანებს ერთმანეთის აღარ გვეშინოდეს. დილამშვიდობისა საქართველო“, – წერს კუკუნაშვილი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,052 ნახვა