პოლიტიკა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ღვარცოფული ნაკადის გამოვლის გამო მობილიზებული იყო თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილის განცხადებით, ღვარცოფული ნაკადის გამოვლის გამო ადგილზე მობილიზებული იყო თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით.

„რამდენიმესაათიანი წვიმის სახით უხვი ნალექი იყო, რასაც ე.წ. თარგმნის დასახლებაში მოჰყვა ხევში მდინარის ადიდება, მცირე ნაწილის ნაშალი მასის ჩამოსვლა. ასევე სოფელ გერგეტში მდინარე რუისწყალი ადიდდა, კონკრეტულ ადგილებზე კოტეჯებთან მისასვლელი გზა დაზიანდა, მაგრამ მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. მობილიზებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ჩამოვიდნენ გეოლოგები, რომლებმაც მოიარეს კონკრეტული ლოკაციები და ველოდებით მათ დასკვნას“, – აცხადებს დავით ქირიკაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,451 ნახვა