GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: სამოქალაქო დაცვის თვითორგანიზება გარდაუვალია! ალური კუდიანებს, ქართველებო!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მართალს ვიტყვი! შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად…✊🏼

დავიწყე!

ყველამ ვიცით ან ვხვდებით, რომ გამალებული მზადება მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის, ასე, 2-3 თვეში, ე.წ. მაიდანის გზით ხელისუფლების დამხობისა და მართვადი ქაოსის მოსაწყობად.

ხდება მასების ფსიქოლოგიურ- პოლიტიკური მომზადება სხვადასხვა პიარტექნოლოგიებით!

უფრო მეტიც, ხდება 200-300 “ ქართველის” ფიზიკური და პროფესიონალური მომზადება აგრესიული, ტერორისტული აქტებისთვის ქალაქის ცენტრსა და რეგიონების მიხედვით. იკითხავთ სად?… როგორც ამბობენ…. პოლონეთში!

ეს უკვე ის აღარ არის, 2016-ში რომ ატრეინინგებდნენ კოლექტიურ ხაბაზებს “ პაკრიშკების” დასაწვავად! ეს იარაღის ჟღარუნი და ტყვიების ზუზუნია!

არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ ჭეშმარიტებაა ამ სიტყვებში – რევოლუციას აწყობს მოსახლეობის აქტიური 2%, თუ მხარს უჭერს 10% და 90% დუმს!

ჩვენ, ვისაც ალალად გვიყვარს მშვიდობიანი საქართველო, ვართ მოსახლეობის 90%!!!…

შესაძლოა, მტერი თვლიდეს, რომ ჩვენ მდუმარენი ვართ და ამ მდუმარებით, უმოქმედობით, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს!

მათი ნებაა რას იფიქრებენ ან დაიჯერებენ!!!…

მთავარია, რომ ისინი ცდებიან! ჩვენი დუმილი არ არის “კრავთა დუმილი”!.. ეს გონივრული გარინდებაა მეხის გავარდნის წინ!

მშვიდობიანი საქართველო უალტერნატივოა!

ღმერთი, სამშობლო, ოჯახი- მარადიული და ხელშეუხებელია!

მოქალაქეობრივი ვალი მოსახდელია!

სამოქალაქო დაცვის თვითორგანიზება გარდაუვალია!

ერთად ყველას და ყველაფერს მოვერევით!🙏🏼🙏🏼🙏🏼♥️

ალური კუდიანებს, ქართველებო!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,446 ნახვა