Uncategorized

ზელენსკი – რუსული ბოროტება ახლა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს უტევს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის ქვეშაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს რუსეთის შეჭრას, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები და მთლიანად დემოკრატიული სამყარო.

„ახლა რუსული ბოროტება უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს უტევს, მაგრამ გულახდილად რომ ვისაუბრო, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენი ქვეყნის შემდეგ მათ სურთ, ეს ტანჯვა მიაყენონ ევროპას და მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით. უკრაინა თუ ვერ გაუძლებს, რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს იარაღით დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პუტინს სჯეროდა, რომ სისასტიკით შეეძლო, გადაეწერა მთელი კონტინენტის ისტორია, მას მხოლოდ ძალის სჯეროდა, ძალადობის და სწორედ ამიტომ არის ის სუსტი. ჩვენ სრულიად სხვა რამის გვჯერა და სწორედ ამიტომ ერთად ვხდებით ძლიერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა