GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული

ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„1. ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების გარდა (მათ შორის კელი დეგნანი), კატეგორიულად ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმება იქმნებოდა. შესაბამისად შეთანხმებაში ეს დათქმა მოხვდა.

2. შეთანხმების გარეშეც, წლებია, ოპოზიცია ითხოვს არჩევნების დროს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას. უამრავი განცხადება და რეკომენდაციაა ამ თემაზე.

3. კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომელსაც ოპოციციამაც დაუჭირა მხარი.

4. ელექტრონული არჩევნების დროს:

ა) არ იქნება დისტანციურად ხმის მიცემა!

ბ) ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, ელექრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც არ არის მიერთებული ქსელთან!

გ) შედეგის გადაკონტროლება ხდება ბიულეტენების ხელით გადათვლით!

კითხვა: ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მანიპულაცია, თუ აპარატი არც ქსელშია ჩართული, არც მოქალაქე აძლევს დისტანციურად ხმას და გადათვლა ხელითაც ხდება? თუ ვინმე მანიპულაციაზე მანიპულაციურად საუბრობს, ესეც უნდა ახსნას…

5. ცრუ ნარატივებით ნასაზრდოები, სასოწარკვეთილი პოლიტიკური ჯგუფები წინასწარვე ხვდებიან გარდაუვალ მარცხს. ამავდროულად იციან, რომელიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ან არჩევნების სხვა სახით მადისკრედიტირებელ, აგენტურულ სპეცოპერაციას აზრი აღარ ექნება. შეიძლება, მეხუთე სიმბოლური პუნქტი იყოს სწორი პასუხი ყველაფერზე“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა