პოლიტიკა

რადიკალურ ოპოზიციაში შემავალი პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ, რომ უკანონო დაფინანსება მოიპოვონ – რატი იონათამიშვილი

“რადიკალურ ოპოზიციაში შემავალი პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ, რომ უკანონო დაფინანსების არხები და გზები მოიპოვონ”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებლის აუდიტისადმი მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

იონათამიშვილის თქმით, აღნიშნულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელიც კი იდენტური აქვთ.

“სახელებიც კი იდენტური აქვთ ამ პარტიებს და ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მსგავსი მიდგომებით ისინი ძირს უთხრიან სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ნდობას საზოგადოებაში. ცხადია, ეს არის მანიპულაცია და კანონის გვერდის ავლის გზით უცხოური დაფინანსების მოპოვება, რაც აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციას ყველამ უნდა სცეს პატივი მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა.

“მგონია, რომ არა აუდიტის სამსახურს არამედ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა მიმართონ, რომელიც უფლებამოსილებაში გადადის ეს ფუნქცია. თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა უნდა აღიკვეთოს. საქართველოს კონსტიტუციას ყველამ უნდა ვცეთ პატივი -საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა. თუ ასეთი რამ დაფიქსირდება მოვუწოდებ შემსწავლელ ორგანიზაციებს, რომ მყისიერად გამოაქვეყნონ ის ორგანიზაციები, სახელმწიფოები და სტრუქტურები, ვინც აფინანსებენ რადიკალებს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,437 ნახვა