უცხოური მედია

რუსული უპილოტო კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა

რუსულმა უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა, Luna-25-მა კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა. „ბიბისი“ წერს, რომ 50 წლის განმავლობაში, ეს რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე.

გამოცემა წერს, რომ Luna-25 უნდა ყოფილიყო პირველი ხომალდი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებოდა, თუმცა ის გაუმართაობის გამო განადგურდა.

მისიის მთავარი მიზანი მთვარეზე დაშვებიდან მომდევნო ერთის წლის განმავლობაში მუშაობა და სხვა სადგურების დასაფრენად მომზადება იყო.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა სააგენტომ, „როსკომოსმა“ შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი ხომალდთან.

„წინასწარმა დასკვნებმა აჩვენა, რომ 800 კგ-იანი ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა“, – ნათქვამია „როსკომოსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის, თუ რატომ ვერ განხორციელდა მისია.

ხომალდმა 11 აგვისტოს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის რეგიონში მდებარე „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან აიღო სტარტი და მიმდინარე კვირას წარმატებით გავიდა მთვარის ორბიტაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა