პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე კელი დეგნანზე: საკუთარი მიზნების წარუმატებლობით გაკვირვებული ელჩი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა აშკარად დაინტერესებულ და მიკერძოებულ მხარეს

“დამოუკიდებელი საქართველო უკვე საუკუნის 1/3-ს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაახლოებით 10-მდე ელჩი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ მათი უმრავლესობა დიპლომატიის ვარსკვლავები იყვნენ და ახლადფეხადგმულ ქვეყანას დიპლომატიის მასტერ-კლასებს უტარებდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივა ისეთ შემაშფოთებელ პერსონასთან, როგორც აშშ-ს ბოლო ელჩი აღმოჩნდა”- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, აშშ-ს ელჩმა თანდათან დაინახა, რომ მოქმედი ხელისუფლება მას ფეხქვეშ არ ეგებოდა, ხელმძღვანელობდა არა ამერიკის, არამედ საქართველოს ინტერესებით და დაასკვნა, რომ დასაყრდენად ისევ, დისკრედიტირებული, მაგრამ ბელადომანიით და „რკინის ხელით“ მმართველობის ნოსტალგიით შეპყრობილი პარტიის მხარდამჭერები და საზოგადოების ის ნაწილი გამოადგებოდა, რომლებისთვისაც წინა პლანზე იდგა ძია სემისთვის ნებისმიერ ფასად თავის მოწონების პოლიტიკა.

“ელჩობა თუ ლენჩობა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა გვითხრა, სხვა ყველა რიგითი მოქალაქე სხვა ქვეყანაში თავისი ქვეყნის ელჩიაო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მისია ეკისრება ქვეყნის მიერ სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნულ დიპლომატს. დამოუკიდებელი საქართველო უკვე საუკუნის 1/3-ს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაახლოებით 10-მდე ელჩი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ მათი უმრავლესობა დიპლომატიის ვარსკვლავები იყვნენ და ახლადფეხადგმულ ქვეყანას დიპლომატიის მასტერ-კლასებს უტარებდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივა ისეთ შემაშფოთებელ პერსონასთან, როგორც აშშ-ს ბოლო ელჩი აღმოჩნდა.

კელი დეგნანი არ მოსწრებია ნაცფაშისტების ზეობის პერიოდს საქართველოში. მას ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა მაშინ მოუწია, როდესაც თითქმის 10 წელი იყო გასული ნაცკოშმარიდან, ხოლო ამ კოშმარის შემოქმედებიდან აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი დადიოდა, ბევრი მათგანი კი სახელმწიფო სტრუქტურებში ისევ იკავებდა სერიოზულ პოზიციებს. ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანების საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ განწყობებს, როდესაც სტალინის კულტის დაგმობის 8-10 წლის შემდეგაც მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ნოსტალგიურად იყო განწყობილი „რკინის ხელით“ მართვის მიმართ, როდესაც სახეზე იყო „დიადი აღმშენებლობა“, დამარცხებული იყო კორუფცია, ქურდობა ისე იყო შეზღუდული, რომ „მოქალაქეები მანქანებს და სახლებს ღიად ტოვებდნენ“, როდესაც ყველას სიამაყით აღავსებდა როგორც „იმპერიის ცხვირწინ მუშტების ტრიალი“, ისე მსოფლიო ლიდერებისგან საქართველოს „დემოკრატიის შუქურად“ მოხსენიება და ა. შ.

აშშ-ს ელჩმა თანდათან დაინახა, რომ მოქმედი ხელისუფლება მას ფეხქვეშ არ ეგებოდა, ხელმძღვანელობდა არა ამერიკის, არამედ საქართველოს ინტერესებით და დაასკვნა, რომ დასაყრდენად ისევ, დისკრედიტირებული, მაგრამ ბელადომანიით და „რკინის ხელით“ მმართველობის ნოსტალგიით შეპყრობილი პარტიის მხარდამჭერები ის და საზოგადოების ის ნაწილი გამოადგებოდა, რომლებისთვისაც წინა პლანზე იდგა ძია სემისთვის ნებისმიერ ფასად თავის მოწონების პოლიტიკა.

ასეთი ნოსტალგიით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი მან ქართველი ხალხის მოთხოვნილებად ჩათვალა და კელი დეგნანის უკიდურესად მარცხიანი ელჩობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. საკუთარი მიზნების წარუმატებლობით გაკვირვებული ელჩი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა აშკარად დაინტერესებულ და მიკერძოებულ მხარეს. ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ დაპირისპირების არანაირ შანსს აღარ უშვებდა ხელიდან. ყოველთვის თითქოს ეძებდა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებთან დაპირისპირების გზებს – ეს იყო ლგბტ თემის თუ 1-2% იანი პარტიების ღია მხარდაჭერა, გამაღიზიანებელი და სუვერენიტეტის შემლახველი პოზიციების დეკლარირება. ბოლოს ელჩმა სხვა ქვეყნის გარაჟების განაწილებაში ჩარევაც კი არ იუკადრისა. ასეთი ქმედებებით მან საკუთარ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. მოკლედ, თუ აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ „დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“, ახლა ისიც გავიგეთ, რომ „ელჩობიდან ლენჩობამდე მხოლოდ ერთი ასოა“-წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა