GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპი: მე არაფერი დამიშავებია

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა

როგორც ტრამპი აცხადებს, მას არაფერი დაუშავებია.

„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“, – ამბობს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.

„ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,325 ნახვა