GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე: დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებით და ნატოში შესვლით გვრჩება მხოლოდ ერთი პერსპექტივა, ჩვენს მიერ დღეს კონტროლირებული ტერიტორია აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად დაცული, რადგან რუსეთი მოერიდება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას

რუსეთი მედვედევის პირით გვეუბნება, რომ თუ ნატოსთან დაახლოებას გავაგრძელებთ, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ნაწილად გამოაცხადებენ, ხოლო თუ საქართველო რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აირჩევს, შეიძლება გაეროს წესდების ფარგლებში მოლაპარაკება. არაპირდაპირ ეს ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საუბრის დაწყების პერსპექტივას, რადგან გაეროს წესდება სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებით და ნატოში შესვლით გვრჩება მხოლოდ ერთი პერსპექტივა, ჩვენს მიერ დღეს კონტროლირებული ტერიტორია აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად დაცული, რადგან რუსეთი მოერიდება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას.

„დასავლეთი თუ რუსეთი? მედვედევის განცხადებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რუსეთი მედვედევის პირით გვეუბნება, რომ თუ ნატოსთან დაახლოებას გავაგრძელებთ, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ნაწილად გამოაცხადებენ, ხოლო თუ საქართველო რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აირჩევს, შეიძლება გაეროს წესდების ფარგლებში მოლაპარაკება.არაპირდაპირ ეს ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საუბრის დაწყების პერსპექტივას, რადგან გაეროს წესდება სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს.

ქვეყანა კვლავ არჩევანის წინაშეა. ერთის მხრივ, 30 წელზე მეტია, რაც ვცდილობთ რუსული იმპერიალიზმის გასანეიტრალებლად მოვიპოვოთ დასავლეთის ქოლგა ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სახით, ხოლო მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკით ტერიტორიების 20%-იც დავკარგეთ და არც რეალური დაპირებები ან პერსპექტივა ჩანს დასავლეთიდან, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.

დასავლეთი გვეუბნება, რომ ისინი ჩვენი გულისთვის რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებს (და რომც გამოუცხადონ, მივიღებთ არა რუსეთის განადგურებას, არამედ საქართველოს უკრაინიზაციას) და გვირჩევს, მშვიდობიანი პოლიტიკით სცადეთ ტერიტორიების დაბრუნებაო, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით ომით წართმეულის დაბრუნება მხოლოდ თავის მოტყუებაა.

დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებით და ნატოში შესვლით გვრჩება მხოლოდ ერთი პერსპექტივა, ჩვენს მიერ დღეს კონტროლირებული ტერიტორია აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად დაცული, რადგან რუსეთი მოერიდება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას.

რუსეთი გვთავაზობს დიალოგს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, ოღონდ თავი დაანებეთ დასავლეთისკენ ყურებას, შემოუერთდით რუსეთ-თურქეთ-ირან-სომხეთ-აზერბაიჯანის კავშირს, ხოლო თუ ბრიკსის და მით უმეტეს, სნგ-ს წევრებიც გახდებით, თუნდაც კონფედერაციის ფორმით დაკარგულ ტერიტორიებსაც დაგიბრუნებთო. რუსეთში ის ხმებიც გაისმის, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ნაწილი და ადმინისტრაციულად მათში რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც შევაო.

მოკლედ, გადასაწყვეტია, რომელი არჩევანია უკეთესი:
1. დასავლეთის იმედად დარჩენა, რაც ამ ეტაპზე სტატუს-კვოს შენარჩუნებას და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში დარჩენას ნიშნავს, იქნებ რუსეთი დამარცხდეს, დაიშალოს და ამ გზით დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ,
2. დასავლეთის ორიენტაციაზე ხელის აღება, ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმება და რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობების შესრულების ხარჯზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყება.

დღეს ისე ჩანს, რომ პირველი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ჩიხი და უპერსპექტივოა, ხოლო რუსეთში არის რაღაც შანსი, რადგან ამ აღდგენის გასაღები რუსეთშია, თუმცა, ამავე დროს არსებობს რისკი, რომ რუსეთის მიერ პირობის არ შესრულების შემთხვევაში დასავლეთი ჩვენ მოკავშირედ აღარ გვეყოლება.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ რუსეთს გააჩნია სხვა ბერკეტებიც, რომ საქართველოს შიდა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს. მაგალითად, ხელი შეუწყოს ჯავახეთში სომხური და ქვემო ქართლში აზერბაიჯანული სეპარატიზმის გაძლიერებას, აჭარასთან დაკავშირებით თურქეთს გაურიგდეს და განაცხადოს, რომ ამ რეგიონში მუსლიმანური ფუნდამენტალიზმისა და თურქული ორიენტაციის გაძლიერების წინააღმდეგი სულაც არ არის, გააძლიეროს ოსების პრეტენზიები თრუსოს ხეობაზე და ა. შ. ერთი სიტყვით, თუ საქართველო რუსული ორიენტაციის არ იქნება, რუსეთს საქართველოში სიმშვიდე არ აწყობს და მუდამ დესტაბილიზაციას ეცდება, თუმცა, თუ საქართველო ქართული არ იქნა და მაგალითად, თურქული გახდა, ასეთ შემთხვევაში თურქებიც კი დაგვიბრუნებენ ტაო-კლარჯეთს.

ყველა შემთხვევაში ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, ხელისუფლება იღებს, მაგრამ ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხების გათვალისწინება და მათზე დისკუსიის დაწყება საზოგადოების მხრიდან არ იქნებოდა ურიგო“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,323 ნახვა