GD Banner
უცხოური მედია

რეზნიკოვი მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში გადადგომას აპირებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ თუ მისი უწყების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დადასტურდა, მინისტრი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ამასთანავე, რეზნიკოვი მოითხოვს, რომ თუ ბრალდებები არ დადასტურდა, მაშინ სადეპუტატო მანდატი უნდა ჩამოერთვას უმაღლესი რადას ანტიკორუფციული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ანასტასია რადინას, ხოლო „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტს, მიხეილ ტკაჩს 3 წლით ჟურნალისტიკაში მუშაობა აეკრძალოს.

რეზნიკოვის უწყება რამდენიმე დღის წინ კორუფციულ სკანდალში გაეხვია. კერძოდ დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა თავდაცვის სამინისტრო იმაში დაადანაშაულეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სამინისტრომ ზამთრის 180 ათასი ქურთუკის ნაცვლად ზაფხულის ქურთუკები გადასცა.

რეზნიკოვმა მოუწოდა ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიას და სადეპუტატო ეთიკის კომიტეტს ამ პროცესს თვალყური მიადევნონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა