GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენი ციხეში გადაღებულ ფოტოზე – ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპატიური ბიჭია

სიმპატიური ბიჭია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპატიმრებისას გადაღებულ ფოტოს.

„ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპატიური ბიჭია“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის ციხეში დაახლოებით 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვა. ტრამპს ციხეში ფოტო გადაუღეს, თითების ანაბეჭდები აუღეს, შეუვსეს პატიმრის ანკეტა და მიანიჭეს პატიმრის ნომერი P01135809.

შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ფოტოს გადაღებას, მეც დავთანხმდი“, – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატში დაკავებისას გადაღებული ფოტო იყო პირველი პოსტი, რომელიც დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ ანგარიშის აღდგენის შემდეგ გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა