საზოგადოება

ონის მერი – სტიქიის ზონაში 2 მცირეწლოვანის ძებნა გრძელდება

საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება.

როგორც ონის მერმა განაცხადა, საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს.

„აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციებია როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,631 ნახვა
%d bloggers like this: