GD Banner
პოლიტიკა

მინდა მივესალმო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას

ბექ ოდიშარია საქართველოში მასწავლებლის დღის დაწესებას ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ გიორგი ამილახვარის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას- ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.

ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან.

ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და

ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.

მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც.

ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში.

მინდა ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოვებულნი“,-წერს ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,450 ნახვა