პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე-ყველა უსამშობლოს ტექსტი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ნათლად ჩანს, თუ როგორ ესმით კონსტიტუცია, სახელმწიფოს ინტერესები და კონსტიტუციის შესრულების გარანტორის პასუხისმგებლობა ქვეყნის უმაღლესი კანონის შესრულებაზე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის აღძვრასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ყველა უსამშობლოს ტექსტი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ნათლად ჩანს, თუ როგორ ესმის ამ ხალხს კონსტიტუცია, დემოკრატია, სახელმწიფოს ინტერესები და რაც მთავარია, როგორ ესმით კონსტიტუციის შესრულების გარანტორის პასუხისმგებლობა ქვეყნის უმაღლესი კანონის შესრულებაზე.

“მარკეტა გრიგორევას შოკირებაზე უბრალოდ გამეცინებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ვხვდებოდი მის “შოკს” კუბილიუსის “აღშფოთებული შეშფოთება” მოჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდიდან გამოსაქანებლებივით “ცოცხალ რიგში” დგანან და რაღაც სისულელეებს თხზავენ. მთავარი კი ის არის, რომ ყველა უსამშობლოს ტექსტი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ნათლად ჩანს, თუ როგორ ესმის ამ ხალხს კონსტიტუცია, დემოკრატია, სახელმწიფოს ინტერესები და რაც მთავარია, როგორ ესმით კონსტიტუციის შესრულების გარანტორის პასუხისმგებლობა ქვეყნის უმაღლესი კანონის შესრულებაზე. ეს ტიპები ვერ გამოვიდნენ იმ აზროვნებიდან, როცა რაღაც პოლიტიკური პოსტი “ნარუშილოვკას” წარმოადგენდა. დროა ყველამ (გარეთაც და აქაც) გაიგოს რომ საქართველო “პრახადნოი დვორი” არ არის და კონსტიტუციის დაცვა პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის უზენაესი მოვალეობაა”- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,475 ნახვა