პოლიტიკა

„ოცნებამ“ პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო, მოვუწოდებთ ყველას, არ შევიდნენ განხილვაში – „ლელო“ იმპიჩმენტზე

პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ “ოცნებამ” პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით. პარტია მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში ხელისუფლებასთან.

“შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა “ქართულმა ოცნებამ” შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი “ქართული ოცნების” პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის”, – თქვა კუპრაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,551 ნახვა