პოლიტიკა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Cornerstone Government Affairs“-ის გასული სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ Cornerstone-მა, 2023 წლის მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია ფორმულას ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420,000). დოკუმენტებით დასტურდება, რომ ფორმულამ მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებულ მომსახურებაში Cornerstone-ს დაახლოებით $110,000 დოლარი უკვე გადაუხადა.

ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. სავარაუდოდ, მისი შეკითხვები სწორედ Cornerstone-ის კარნახით იგეგმება და თანხის ნაწილიც სწორედ ამ მიმართულებას ხმარდება.

ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე.

აღსანიშნავია, რომ მაიკ ჩეჩირე გამოირჩევა საქართველოს მმართველი პარტიის და მისი ლიდერების წინააღმდეგ გაკეთებული, რიგ შემთხვევებში შეურაცხმყოფელი, განცხადებებით.

ანგარიშში ასევე საუბარია ლობისტური ჯგუფის შეხვედრების შესახებ, USAID-ის ატლანტიკ ქაუნსილის, ბლუმბერგისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ანგარიშში ნახსენებია, რომ Cornerstone-ის შეხვედრების მიზანი ამერიკული მხარისთვის კლიენტისა და მისი ინტერესების გაცნობაა. თუმცა, არაა დაკონკრეტებული ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრებს თავად კლიენტი, ანუ ტელევიზიის მფლობელი ან წარმომადგენელი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა