უცხოური მედია

აშშ-ში რამდენიმე დღეა, 70 000-მდე ადამიანი უდაბნოში გამართულ ფესტივალზე ჩარჩა და გამოსვლას ვერ ახერხებს. მათ სასმელი წყალი და პროდუქტები უთავდებათ

ნევადაში, ფესტივალ Burning Man-ის მონაწილეებს პროდუქტები, წყალი და საწვავი უთავდებათ. ამ დრომე 70 ათას ადამიანზე მეტი უდაბნოშია ჩარჩენილი და გამოსვლას ვერ ახერხებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ს ხელისუფლება უდაბნოში შექმნილ მდგომარებაობას „განსაკუთრებულად“ აფასებს , თუმცა პრობლემის გადაწყვეტის გზებს ჯერჯერობით ვერ პოულობს. 

„ზოგი გზაზე გაიჭედა, ავტომობილი მიატოვა და ცდილობს, შემოვლითი გზები იპოვოს. ღონისძიების დატოვება ერთეულებმა შეძლეს“,-ამბობს ფესტივალის მონაწილე.

მისივე თქმით, ადამიანებს სველ კარვებში სძინავთ, სველი ტანსაცმელი აცვიათ და პროდუქტიც თითქმის გათავებულია.

უდაბნო ქალაქ ბლექ როკში, სადაც ტრადიციულად, Burning Man-ის ღონისძიება იმართება, მსგავსი ამინდი პირველადაა. უკვე რამდენიმე დღეა, კოკისპირული წვიმაა, რის გამოც მიწა ღრმა ტალახიან მასად გადაიქცა , რომელზეც მოძრაობა შეუძლებელია. 

ფესტივალის მონაწილეებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, აღარ აქვთ წყალი, საკვები, მშრალი ტანსაცმელი. კომუნალური სამსახურები მოშლილია და უდაბნოში ნაგავი ყარს. მიუხედავად ამისა, ღონისძიების ირგანიზატორრბი სტუმრებს ტერიტორიიდან გასვლის მცდელობებს უკრძალავენ, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიშია. არის მსხვერპლიც. 

„უმეტესობა“ აქ საძილე ტომრებში ათევს ღამეს, თუმცა ესეც საშიშია, რადგან შეიძლება ზედ ავტომობილმა გადაუაროს“,-ამბობს ღონისძიების მონაწილე. 

„სინენეის“ ინფორმაციით, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან, თუმცა ათასობით ადამიანი, ჯერჯერობით, კვლავ ხაფანგში რჩება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,169 ნახვა