პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე.

საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. აღინიშნა, რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტები შესაბამისი დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

​ სხდომაზე ასევე იმსჯელეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადავადებაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,555 ნახვა