პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ – მათ ჰყავთ ერთი პატრონი, როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან ვინ ეკითხებათ მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ.

როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რომ ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი.

„ვინ ეკითხებათ მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, არცერთ მათგანს, ე.წ. პოლიტიკოსებს არ ეკითხებათ ვისკენ იქნებიან. როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან. ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ის რომ იქით გადავიდა, ბოკერიას რომ ის ლანძღავს, მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთს ეჩხუბებიან, ჩოხატაურში დაუხოციათ კინაღამ ერთმანეთი, ჩავარდა ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე მივარდა თავისიანს ლობირებდა, იქ პოლიციის გარეთ ჩხუბობდნენ, გაწევ-გამოწევა და მთელი ამბები იყო. რომ დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ყავთ ერთი პატრონი და ის პატრონი როგორ დაალაგებს საარჩევნო მიზნებისთვის. „ნაცმოძრაობა“ თავისთვის იქნება რაღაც 15% აიღოს, „ლელო“ და მასთან შემოერთებული რაღაც ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება მესამე ძალის ფუნქცია იკისროს, მერე ვითომ ლიბერალები, სინამდვილეში ფსევდოლიბერალები იქით გადაჯგუფდებიან, აქეთ გახარია, რაღაცნაირად ერთი პროცენტი რომ მაინც წაცინცლოს „ქართულ ოცნებას“ და ამ მიზნებზე დააყენებენ, მიცემენ დავალებას და ისე იმოქმედებენ. არავინ მათ არ ეკითხებათ საით და ვისკენ იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან, თუ დაავალებენ და იფიქრებენ, რომ პიარულად წამგებიანი იქნება, მაშინ ცალცალკე იქნებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,655 ნახვა