GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ეჰ, ერთ დროს კაცი მეგონე… თურმე სადა ვბანაობდი?!-გელა ზედელაშვილი

კაცია ადამიანი?

არ არი ყველა კაცი ადამიანი და არც ყველა ადამიანია კაცი.

აი, ეს უკაცო ადამიანი და უადამიანო კაცი, რომელთან შედარებითაც ლუარსაბ თათქარიძე ანგელოზად გამოიყურება, გუშინ რომელიღაც სასტუმროში მოღალატეებთან (ვაშაძეებთან, ხაბეიშვილებთან და სხვებთან) ერთად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან მივიდა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.

ჯერ ერთი, კომიტეტის აპარატის უფროსი ვინ ჩემი ფეხებია, ვინმე დაასანქციროს და მეორეც – შენ, ვართაპეტიანო, ქვეყნის პირველი პირი იყავი, ამხელა თანამდებობა გეკავა, სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ და რას ითხოვ, არ უნდა გააცნობიერო?

პარტიაში თუ მეზვრიაანთ ნათო გაქეზებს და უკაცო რაღაცებს გაკეთებინებს, სახლში მაინც არავინ გყავს, თავს რომ დაადებ ხოლმე და მიდიხარ, მოგაბრუნოს?!

დიად ხუხას მონაყოლიდან ვიცი… როდესაც ეს უკაცო ტიპი მოსკოვებიდან ჩამოლასლასდა, მამა მიუგზავნა, იქნებ დამასაქმოთ, რამეში გამომიყენოთო? მეზობლები ყოფილან.

ერთხელ მიუგზავნია, ორჯერ მიუგზავნია, სამჯერ… ბოლოს საშველი რომ აღარ დაუყენებია, ამ დიად ხუხას წაუყვანია და დაუსაქმებია.

დანარჩენი თქვენც იცით… შემდეგ რა მოხდა და როგორ იყო, საკუთარ თვალით ნახეთ!

ბიჯოოოოოოო!

ყველაფერს დავანებოთ თავი… კაცმა (ბიძინა ივანიშვილმა) ჩაგაცვა, დაგახურა, თანდათანობით პირველ პირად გაქცია, დაგაფასა, გენდო, თუ მოგვიანებით რამე არ მოგეწონა და წამოხვედი, ან გამოგიშვეს, რავი, როგორც იყო… ახლა ვინც დაგაფასა და ერთი გაქუცული არსება რაღაცად გაქცია, იმის დასანქცირებას ითხოვ?

ელემენტარული მადლიერების გრძნობა არ გაქვს?

ადამიანური არაფერი შემოგრჩა?

კაცობისა აღარაფერი გცხია?!

მე შენი კი არა, შენი მომხრეებისა მიკვირს, თავის დროზე ,,ქართული ოცნების” გავარვარებული მომხრეები რომ იყვნენ და ახლა კიდე ,,ნაცებს” ეკურკურებიან… ფაქტობრივად, უკვე განაცებულები არიან.

შენ მხოლოდ საკუთარ თავს კი არ გამოუტანე განაჩენი, შენს მომხრეებსაც მოუტ@ანი კეთილები.

მაგათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, აქამდეც უნდა ,,დაეპაშოლებინე”, მაგრამ თუ აქამდე არ ქნეს, ახლა რაღას იზამენ?

ეჰ, ერთ დროს კაცი მეგონე… თურმე სადა ვბანაობდი?!-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა ზედელაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა