პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველოსთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ შევასრულეთ რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა. ნაწილის შესრულება მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას. რაც საკანონმდებლო კუთხით იყო საჭირო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პარლამენტში მიმდინარე შეხვედრები შეაჯამა.

„პრიორიტეტული საკითხია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარემო. ის, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ შევასრულეთ რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა. ნაწილის შესრულება მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას. რაც საკანონმდებლო კუთხით იყო საჭირო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ეს განგრძობადი პროცესია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში და შემდეგ დეკემბერში საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს. ჟოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,925 ნახვა