GD Banner
უცხოური მედია

კიმ კარდაშიანმა ბაიდენს მოუწოდა, დაიცვას სომხეთი აზერბაიჯანისგან

რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი ამერიკის პრეზიდენტს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) მიმართავს.

„ჩემი თხოვნა ჯო ბაიდენს- შეაჩერეთ სომხების ახალი გენოციდი. დადგა დრო, ამერიკამ და მთელმა მსოფლიომ მიიღოს ზომები აზერბაიჯანისგან სომხეთის დასაცავად“,-დაწერა კარდაშიანმა.

თავის პოსტს მსახიობმა ჟურნალ Rolling Stone-ის ლინკი დაურთო, რომელშიც ის და სომხური წარმოშობის ექიმი ერიკ ისრაელიანი აშშ-ს ხელისუფლებას სთხოვენ, შეაჩეროს საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

„გასული წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანმა დაბლოკა ერთადერთი სასიცოცხლო გზა არცახის ძირძველ სომეხ- ქრისტიანებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. უკრაინის ომმა აზერბაიჯანი გახადა რუსული ნავთობის და გაზის ალტერნატივად ზოგიერთი ქვეყნისთვის. ასეთმა განწყობამ აზერბაიჯანის ავტოკრატული მთავრობა გაათამამა და შიმშილს იყენებს რეგიონში სომხური მოსახლეობის საწინააღმდეგო იარაღად“,- ამბობს კარდაშიანი სტატიაში. 

7 სექტემბერს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია გამწვავდა. აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვრებთან ჯარების განლაგება დაიწყო და დემონსტრაციას ახდენს ახალი საომარი მოქმედებების დაწყების,-განაცხადა მან.

ფაშინიანმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, მიიღონ ზომები და არ დაუშვან რეგიონში ახალი აფეთქება. 

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამ განცხადებას პოლიტიკური ფეიკ-მანიპულაცია უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,883,277 ნახვა