GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა შვილს რატომ ჩააკითხა უცხოეთშიო, მერე რა რომ თავის ხარჯით იყიდა ბილეთებიო, სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით დერმატოლოგია-ლაზეროთერაპია-ბოტოქს-სტომატოლოგია-მუცლის ცხიმ გაქრობაზე წურბელასავით წოვდა ბიუჯეტიდან ფულს, მაინც მერე რაო

ირაკლი ღარიბაშვილმა შვილს რატომ ჩააკითხა უცხოეთშიო, მერე რა რომ თავის ხარჯით იყიდა ბილეთებიო, მერე რა რომ აგერ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით დერმატოლოგია-ლაზეროტერაპია-ბოტოქს-სტომატოლოგია-მუცლის ცხიმ გაქრობაზე წურბელასავით წოვდა ბიუჯეტიდან ფულს, მაინც მერე რაო – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციის შეყვანის, ბოტოქსი, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავება-გალამაზება, სპა პროცედურები, ლაზერული გამოკვლევა-მკურნალობა, დერმატოლოგიური პროცედურები, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის ამოღება, კანის დაჭიმვა-გადაჭიმვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა „მას მერე რაც, მიხეილ სააკაშვილმა სამარცხვინოდ იფორთხა გორში, სააბოლოდ კი რუსებს საქართველოს ტერიტორიების 20%, 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტიურად ხონჩით მიართვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა გარკვეული კოსმეტოლოგიური ცვლილებები შეეტანა მის ავანტურისტულ სხეულში.

ომის დასრულებიდან მალევე, ქვეყნის დამქცევარმა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, ხოლო მოგვიანებით გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის კლინიკებს მიაშურა. რუსების თვითმფრინავის ხმაზე დაფეთებული (მსოფლიოს აქვს ეს კადრები ნანახი) და რუსეთის პრეზიდენტის დაუძინებელი მტერი (ამას მხოლოდ მისი მომხრეები ამბობენ), ზოგ შემთხვევაში მარტო ცდილობდა წონის დაკლება-კორექციას, ხანაც კი ბატონი გიგი უგულავაც ახლდა, თან ცხადია იგივე სახელმწოებრივად მნიშვნელობის პრობლემის გადასაჭრელად. ვინმეს ზედმეტი შეკითხვა, რომ არ გაუჩნდეს, რა მოხდა ზედმეტად გასუქებულებს წონა რომ დაეკლოთო, საქმე ის გახლავთ, რომ ეს წონის დაკლება, კოსმეტიკური ეპილაცია, ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციის შეყვანის, ბოტოქსი, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავება-გალამაზება, სპა პროცედურები, ლაზერული გამოკვლევა-მკურნალობა, დერმატოლოგიური პროცედურები, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის ამოღება, კანის დაჭიმვა-გადაჭიმვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხ დ ე ბ ო დ ა!

მაგალითად, ნიუ იურკში სააკაშვილის კოსმეტიკური ეპილაციიაზე -2 720 აშშ დოლარი, სახის გამაახალგაზრდავებელი ჰიალურონის მჟავის ინექციის შეყვანაზე-1,500 აშშ დოლარი, ბოტოქსზე-600 აშშ დოლარის.

მიუნხენში ლაზერული მკურნალობისთვის მას 3,200 ევრო დასჭირდა. მოგვიანებით 2010 წელს ისევ ლაზერული მკურნალობისთვის 1,865 ევრო, ოღონდ დამატებით მეზოთერაპიის პროცედურამ მას კიდევ 900 ევრო დაახარჯინა.

მიუნხენის კლინიკას სააკაშვილი რამდენჯერმე აკითხავს ლაზერულ პროცედურებისათვის. ჯერ 5 200 ევროს, შემდეგ კი 1 800 ევროს ხარჯავს. თუმცა, ცხიმგროვების ლიპოლიზის პროცედურაც დასჭირდა იქაც 1 500 ევრო გაისროლა. სპა პროცედურების გარეშე ხომ არ წამოვიდოდა და 1 000 ევროც იქ თხლიშა. როგორც ჩანს, მიუნხენის კლინიკიდან საეპილაციო პროცედურების გარეშე არ გამოუშვეს. იქაც 4 000 აშშ დოლარის გადახდამ მოუწია.

მიუნხენის მერე წესით აპოლონის ტანით უნდა დაბრუნებოდა საპრეზიდენტო საქმიანობას და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უნდა შედგომოდა, მაგრამ დიდი მუცელი აშკარად ხელს უშლიდა. ამიტომაც სულ რაღაც 2 500 აშშ დოლარად მიაშურა ნიუ-იორკის კლინიკას. რახან ნიუ-იორკის კლინიკაში იყო, დერმატოლოგიური მომსახურებაზეც თავისთავად უარს ვერ იტყოდა. ამიტომაც, ჯერ 2 000 აშშ დოლარი გადაიხადა, მოგვიანებით კი დაუგეგმავ დერმატოლოგიურ პროცედურებზე უკვე 9 300 აშშ დოლარის გადახდა მოუწია.

სად უნდა მიეხედა სტომატოლოგიურ პრობლემებისთვის თუ არა ლონდონში. შესაბამისად, ესეც შენი 3 000 ფუნტ სტერლინგი. თუ გამაჯანსაღებელ ცენტრში გინდა წასვლა, აუცილებლად ავსტრიას უნდა ეწვიო. სააკაშვილი ასეც იქცევა. ავსტრიაში 8 274 ევროს ხარჯავს. იქვე გიორგი უგულავაც, რომელიც თავის სამედიცინო მომსახურებაზე 7 337 ევროთი შემოიფარგლა. სასტუმროშიც ხომ უნდა დაეძინათ. სახელმწიფო ბიუჯეტმაც საკაშვილის დაძინებაში 2 310 ევრო, უგულავას მოსვენებაში კი 3 300 ევრო გადაიხადა.

დერმატოლოგიას რაღაცნაირი შეჩვევა სცოდნია. სააკაშვილიც არ ეშვება და ამჯერდ მილანში 2 250 ევროს ხარჯავს, შემდეგ წელს 6 000 ევროს ხარჯის გაღება მოუწია. ბარემ ლაზეროთერაპიაც და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 000 ევროც წავიდა. იტალიში 4 200 ევროდ ისევ დერმატოლოგიას აკითხავს. პარელელურად, არც ნიუ-იორკის ლაზერისა და კანის ქირურგიულ ცენტრში ღალატობს დერმატოლოგიური მომსახურებას და ესეც შენი 5 800 აშშ დოლარი.

ბარემ ლონდონშიც 800 ფუნტ სტერლინგი. იქაც 700 ფუნტ სტერლინგის სამკურნალო პროცედურები. ბარემ მიუნხენშიც ლაზერული მკურნალობა, ესეც 4 800 ევრო.

წესით ამის მერე კომენტარი ზედმეტი უნდა იყოს. მაგრამ შერცხვებათ თუ ჩერდებიან მისი მომხრე სექტანტები და მავნებლები, არაო ირაკლი ღარიბაშვილმა შვილს რატომ ჩააკითხა უცხოეთშიო, მერე რა რომ თავის ხარჯით იყიდა ბილეთებიო, მერე რა რომ აგერ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით დერმატოლოგია-ლაზეროტერაპია-ბოტოქს-სტომატოლოგია-მუცლის ცხიმ გაქრობაზე წურბელასავით წოვდა ბიუჯეტიდან ფულს, მაინც მერე რაო“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,336 ნახვა