პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრეზიდენტის მხრიდან აპელირება კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მაშინ, როდესაც კონსტიტუციის სხვა მუხლები ირღვევა, არარელევანტურია

პრეზიდენტის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან აპელირება კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მაშინ, როდესაც კონსტიტუციის სხვა მუხლები ირღვევა, არარელევანტურია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ყველამ უნდა ვაკეთოთ ეს საქმე, რაც უკავშირდება 78-ე მუხლის შესრულებას, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც გვიდგენს კონსტიტუცია, და იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რასაც გვანიჭებს კანონმდებლობა. იმის თქმა, რომ 78-ე მუხლს ვასრულებ და სამაგიეროდ დავარღვევ სხვა მუხლებს, არასწორია“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გრძელდება. მთავრობისგან მიღებული უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტების გაუქმებას არ აპირებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა