600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა მაროკოში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ.
ამჟამად გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა 632 ადამიანია, დაშავდა- 329. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მსხვერპლის უმეტესობა საშიშ, მთიან რაიონებში იმყოფებოდა.
ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშთან, მთებში იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა სეისმოლოგიური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა, ქალაქში დანგრეულია სახლები, მათ შორის, შენობები, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
Facebook Comments Box